,,პრეზიდენტი ცდილობს, არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის ქართული ოცნება“- ანა ნაცვლიშვილი

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უმრავლესობის წევრებისგან  დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. ნაცვლიშვილის განცხადებით, როდესაც კანდიდატის სტატუსზე უნდა იმსჯელოს ევროკავშირმა პრეზიდენტის განსხვავებული პოზიციები გასაკვირი არ არის.

„გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი ხაზგასმით ცდილობს ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები, განსაკუთრებით ახლა, როცა კანდიდატის სტატუსზე უნდა იმსჯელოს ევროკავშირმა და არაერთი მწვავე საკითხია ქვეყნის შიგნით. „ქართულ ოცნებას“ აქვს იმდენად არასწორი ხაზი და გეზი, რომ ყველა გონიერი პოლიტიკური ფიგურა ცდილობს არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის, ამიტომ გასაკვირი არ არის ჩემთვის, როცა პრეზიდენტი ცდილობს განსხვავებული პოზიციები მოხაზოს. არც პირველი შემთხვევაა ეს. „ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელიც მისი დამფუძნებლების 90 %-მა დატოვა. ამას აქვს ობიექტური მიზეზები,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

მსგავსი თემები