,,არ შეიძლება, პირად პარტიულ ინტერესებს ყველაფერი გადავაყოლოთ”- ჰერმან საბო

„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, სალომე ზურაბიშვილიც პოზიციები სრულ თანხვედრაშია პარტია ,,გირჩის” პოზიციასთან. მისი თქმით, რიტორიკის ნაწილში მმართველ გუნდს უფრო რბილად რომ ესაუბრა, კანდიდატის სტატუსის მიღების გაცილებით მაღალი შანსი ექნობდა საქართველოს.

„​ვთვლით, რომ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს, კანდიდატის სტატუსს პროცესს უფრო მომზადებული შევხვედროდით. რიტორიკის ნაწილში მმართველ გუნდს უფრო რბილად რომ ესაუბრა, შეიძლება, ჩვენი შანსები უფრო მეტად მაღალი ყოფილიყო. ფაქტები არ მაქვს, რომ ჩვენი რომელიმე ოპოზიციონერი კოლეგა ასეთ საქმიანობას ეწეოდეს. იმ პროცესის პარალელურად, რასაც ახლა საქართველო გადის, არ შეიძლება, პირად პარტიულ ინტერესებს ყველაფერი გადავაყოლოთ. ხელისუფლების მიმართ ჩვენი კრიტიკა მაქსიმალურად მოზომოლი უნდა იყოს მეგობრებთან და არა ქვეყნის შიგნით. აქ სტანდარტული პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

მსგავსი თემები