,,ხელისუფლება იყენებს კიდევ ერთ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”- შოთა თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთვება. სააკაშვილის ადვოკატის,  შოთა თუთბერიძის  განცხადებით, ხელისუფლება თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მის ხელთ არსებულ კიდევ ერთ ინსტრუმენტს იყენებს.

,,ახლა, როდესაც ცენტრმა ემპათიამ დაიწყო ნეიტრალური ექსპერტიზის ჩატარება, სწორედ ახლა გადაწყვიტა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც სამხარაულისთვის მიემართა და ექსპერტიზის ჩატარების მხრივ ინფორმაცია გაევრცელებინა. ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იყენებს კიდევ ერთ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს სწორედ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ცდილობს გამოიყენოს ეს სამსახური ან სხვისი დასკვნის გასაშავებლად, რეპუტაციის შესალახად ან საკუთარი პოზიციის გასამყარებლად”, – განაცხადა  შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები