გრიპის ვაქცინის ფასი სავარაუდოდ 20 ლარი იქნება

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტიორი კომპანია „ჯიპისი“ აცხადებს, რომ ფრანგული წარმოების მედიკამენტები ამ ეტაპზე თურქეთშია და მის საქართველოში შემოტანას უახლოეს საათებში ელოდებიან.

კომპანიის ინფორმაციით, განბაჟებისა და განაწილების პროცედურების შემდეგ, ვაქცინა სავარაუდოდ, ხუთშაბათიდან ან პარასკევიდან იქნება ხელმისაწვდომი და მისი სავარაუდო ფასი 20 ლარი იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო 3 000 ერთეულ ვაქცინას შეისყიდის, რაც ორსულების ვაქცინაციას მოხმარდება. კერძო სექტორში კი, 4 000 ერთეული ვაქცინა შევა.

H1N1 ვირუსის გავრცელებას, ბოლო კვირების განმავლობაში მცირდება და უახლესი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე 251 შემთხვევას შეადგენს.

მსგავსი თემები