სკანდალი – რუსეთი საქართველოს ბელორუსიის ნაკრებთან ერთად, ჩემპიონატის სევასტოპოლში ჩატარებას სთავაზობს

მედიაცენტრი მთავარის“  ინფორმაციით, სანქციებში მოქცეული რუსეთის მკლავჭიდის ფედერაცია საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას ჩემპიონატის სანქციების გვერდის ავლით ჩატარებას სთავაზობს.

საუბარია იმაზე, რომ მკლავჭიდის ჩემპიონატი სამი ქვეყნის მონაწილეობით სევასტოპოლში ჩატარდეს. აღნიშნულის მიზეზი კი ის არის, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ნაკრები დისკვალიფიცირებულია და მათ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება რ გააჩნიათ.

რუსული მხარე ქართულ მხარეს ტურნირის სრულად დაფინანსებას სთავაზობს.   უფრო მეტიც, თუ ტურნირში ქართველო მკლავჭიდელები გაიმარჯვებენ, ფინანსურ პრემიასაც რუსეთი გაიღებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მედიაცენტრ მთავარში საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელი ისაუბრებს.

(ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება აუცილებელია)

მსგავსი თემები