,,არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ და  საქართველომაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება”- ჯორჯ სოროსი

მილიარდერი,  ჯორჯ სოროსის განცხადებით, ევროკავშირში არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთიც უნდა მიიღონ. მისი თქმით, ევროპა სწორი მიმართულებით მოქმედებს, რადგან  უკრაინაში ინტერვენციას სწრაფად და ერთიანობით უპასუხა.

„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი პროევროპული მიდგომის მნიშვნელოვნად გაფართოებით, მხარს უჭერს გეოგრაფიული გაფართოების მნიშვნელობას და ამისთვის ევროკავშირის მომზადების საჭიროებას. არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ასევე მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების შემუშავებას დრო დასჭირდება, თუმცა ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიემართება. მან უკრაინაში ინტერვენციას უფრო მეტი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. თავდაპირველი ყოყმანის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე იპოვა ძლიერი პროევროპული ხმა“, –განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

მსგავსი თემები