ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტის და ვლადიმერ პუტინის თანამშრომლობა ,,უსაზღვროდ” გაიზარდა .ბლინკენის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უკარინაში პუტინის ომს მხარს უჭერს.

„ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ისევე როგორც ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური საშუალებები, განავითაროს საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა. საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა. მაშინ, როდესაც რუსეთი აშკარად მობილიზებული იყო უკრაინაში შეჭრისთვის, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა იყო, ვციტირებ, „საზღვრების გარეშე“. ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიას შეუძლია გადაუდებელი გამოწვევების დაძლევა, შესაძლებლობების შექმნა, ადამიანის ღირსების წინსვლა, რომ მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც სჯერა თავისუფლების და რომ ყველა ქვეყანა თავისუფალი იქნება, იძულების გარეშე გაარკვიოს საკუთარი გზები. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ან ახალ ცივ ომს. პირიქით, ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ ორივე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინის ომი გრძელდება, ჩვენ ვიქნებით ორიენტირებულნი საერთაშორისო წესრიგის ყველაზე სერიოზულ გრძელვადიან გამოწვევაზე – და ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შექმნილი“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მსგავსი თემები