„არავინ იცის, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად”- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მიზანი  უკრაინის დახმარება და ომის ესკალაციის თავიდან აცილებაა. მისი თქმით, უკრაინაში ომი შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს.

„არავინ იცის, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს, მზად იყვნენ ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის და მომარაგების უზრუნველყოფისთვის. უკრაინაში ნატოს ორი ამოცანა აქვს. პირველი ამოცანა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაა, მეორე ამოცანა კი ომის ესკალაციის არდაშვება. ნატოს მთავარი ვალდებულება ყველა მოკავშირე ქვეყნის, ნატოს ქვეყნებში მცხოვრები მილიარდი ადამიანის დაცვაა. ამისთვის საჭიროა, რომ ომის ესკალაცია არ დავუშვათ“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.

მსგავსი თემები