„ივნისში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით” – ვოლოდიმირ ზელენსკი

საფრანგეთის მხრიდან იმედის გადაწურვის მიუხედავად, პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთ თვეში ელოდება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება კიევში სტუმრად მყოფ  პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გააკეთა. როგოც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია.

„ევროპაში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენი ახლო მეგობრების (პოლონელების) გარდა არავის ესმის, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და დიდი ხანია ევროპის ნაწილია.  ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ვფიქრობთ, რომ ეს (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება) აუცილებლად მოხდება. ჩვენ ივნისში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი შეფასებით, ევროკავშირის ოფიციალური წევრობის მოსაპოვებლად, ბიუროკრატიული საკითხებია გასავლელი. ამისთვის კი საჭიროა ძლიერი ლობისტები ელჩების სახით.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ფრანგულმა მხარემ განცხადება გააკეთა რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 15-20 წლის განმავლობაშ ვერ მოხერხდება.

ფრანგული მხარე ფიქრობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 15-20 წელი ვერ მოხერხდება

მსგავსი თემები