ფრანგული მხარე ფიქრობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 15-20 წელი ვერ მოხერხდება

ფრანგული მხარე სრული გულწრფელობით აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობას ბევრი წელი დასჭირდება. როგორც საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი აცხადებს, პროცესი შესაძლოა, 15 ან 20 წელიც გაგრძელდეს.

„უნდა ვიყოთ გულწრფელები. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 6 თვეში, 1 ან 2 წელიწადში აპირებს, თქვენ იტყუებით. ეს ალბათ 15 ან 20 წელიწადში იქნება, ამას დიდი დრო სჭირდება”, – ასეთია კლემენტ ბიონის განცხადება.

მისივე შეფასებით, მის ინტერესებში არ შედის, უკრაინულ მხარეს  ილუზია ან ტყუილი მოლოდინი ჰქონდეს.

 

მსგავსი თემები