„უკრაინის აღდგენა გაყინული რუსული ქონებით უნდა მოხდეს“ – ანჯეი დუდა რადაში სიტყვით გამოვიდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩასული პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა რადაში სიტყვით გამოვიდა. მან პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე ცრემლებიც კი ვერ შეიკავა. პოლონეთის პრეზიდენტსა და მთლიანად ქვეყანას, რადას წევრები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

რადაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ანჯეი დუდასთან ერთად მივიდა. როგორც უკრაინის მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, უკრაინის აღდგენა უნდა მოხდეს სწრაფად და ამისთვის სწორედ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება უნდა მოხდეს.

„უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამები, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო შეშფოთებულია უკრაინის ბედზე და მის განვითარებაზე. გასაგებია, რომ უკრაინა დამპყრობლის, რუსეთისგან მიღებული ფინანსებით უნდა აღდგეს. უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად“ – აღნიშნული განაცხადი პრეზიდენტს დუდამ რადაში გააჟღერა.

მსგავსი თემები