,,დღეს უკრაინის დაცვა ნიშნავს, პარტნიორების დაცვას ახალი ომებისგან”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის სენატს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დახმარება საჩუქარი არაა, არამედ პარტნიორების წვლილია, რომელიც მათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ.

„მე ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ, უკრაინის ერთი თვის ბიუჯეტის დეფიციტი ახლა 5 მილიარდი დოლარია. თავისუფლებისთვის ომში, რომ გავძლოთ, გვჭირდება სწრაფი და საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა. ეს პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ხარჯები და საჩუქარი არ არის. ეს არის მათი შენატანი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს უკრაინის დაცვა ნიშნავს, პარტნიორების დაცვას ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომელთა პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია. ამიტომ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი არ იყოს წარმატებული ჩვენი სახელმწიფო წინააღმდეგ აგრესიაში, არც საბრძოლო, არც ეკონომიკური, არავითარი წარმატება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები