უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე ჩამოასვენეს

რატი შურღაია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპულის პატივის მისაგებად მისი ახლობლები და რიგითი მოქალაქეები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.

რატი შურღაიას მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ის ომში არასდროს ყოფილა და უკრაინაში მოხალისედ წავიდა.

რატი შურღაიას რუსულ არმიასთან ბრძოლის დროს მიღებული მძიმე დაზიანებების გამო ორჯერ განუვითარდა კანტუზია. მან მკურნალობის კურსი ბოლომდე არ გაიარა და ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის დაიღუპა.

უკრაინა-რუსეთის ომს სულ 11 ქართველი ემსხვერპლა.

 

მსგავსი თემები