უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ ევროპელი ლიდერები პუტინის გამო დათმობაზე წასვლას სთავაზობდნენ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს ინფორმაციას, რომ როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, ისე სხვა ლიდერები უკრაინას უკან დახევას სთავაზობდნენ.

„იყო ცოტა უცნაური განცხადებები, არამხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ ასევე, გარკვეული ხალხისაა ევროპის პოლიტიკური საზოგადოებიდან. გასაგებია, რომ უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ასეთ მოთხოვნებს. მეორეც, ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის ნიშნავს მინსკი-3-ს, შესაბამისად გაჭიანურებულ ომს. ეს უნდა ესმოდეს ევროპის პოლიტიკურ ელიტას. ომის 83-ე დღეს სრულიად გაუგებარია, რატომ უჩნდებათ ევროპაში ასეთი აზრები. სავარაუდოდ, მათ სურთ, დაუბრუნდნენ რუსეთთან ბიზნესის წარმოების მათთვის ჩვეულ წესებს, თუმცა მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი უკვე აღარ იქნება“ – აცხადებს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები