,,ისინი ვინც ამბობენ, რომ უკრაინა არ არის მზად ევროკავშირისთვის საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებენ”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. თუმცა მისი თქმით, ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ ბკოკავს ამ გადაწყვეტილებას.

,,ჩვენ ვერ ვხედავთ უთანხმოებას ევროკავშირში სიტყვასა და საქმეში, როდესაც საუბარია იარაღსა და სანქციებზე, თუმცა ვხედავთ, როდესაც საუბარია კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. უკვე სამი თვეა, ვისმენთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და იმას, თუ როგორ მამაცურად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა პოლიტიკური აღიარება არ არის. ამიტომ, საკუთარ თავს კითხვას ვუსვამთ, რამდენად გულწრფელია ეს ლამაზი სიტყვები.

ისინი, ვინც ამბობენ, რომ უკრაინა არ არის მზად ევროკავშირისთვის და არ დგამენ ამ ნაბიჯს, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებენ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხვალ გვინდა ევროკავშირში შესვლა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, თქვენ დაგვეხმარებით გადავლახოთ არსებული პრობლემები, მათ შორის კორუფცია, და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა ისე, რომ გავძლიერდეთ,” – განაცხადა კულებამ.

მსგავსი თემები