„მედიაცენტრი მთავარი“ სუიციდის შემთხვევებს არ გააშუქებს  – ვაგრძელებთ სიცოცხლეს, ჩვენ თქვენ გვჭირდებით!

„ბოლო პერიოდში, საკმაოდ მასშტაბური  სახე მიიღო სუიციდის ფაქტების აქტიურმა გაშუქებამ. აჭრელებულია სოციალური ქსელებიც, სადაც სუიციდის შემთხვევების დეტალური აღწერა ხდება. ამ ყველაფერმა კი ერთგვარი პროპაგანდის სახე მიიღო და სუიციდის ფაქტი წახალისებულია კიდეც, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კი მოზარდებზე.

როგორც ბავშვთა ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებენ, სუიციდის ამ დოზით გაშუქება დამანგრეველია საზოგადოებისთვის და ის, ფაქტის დაგმობის ნაცვლად, მის პროპაგანდას, პრობლემიდან თავის დაღწევის ერთგვარ საშუალებადაც არის წარმოჩენილი.

არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, „მედიაცენტრი მთავარი“ უარს აცხადებს გააშუქოს სუიციდის კონკრეტული ფაქტები. ვაგრძელებთ სიცოცხლეს, ჩვენ თქვენ გვჭირდებით!“ – „მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორი ეკა გულუა    

მსგავსი თემები