,,რომ ნახეს ხორბალი არ არის , იმპორტიორებმა ფქვილზე ფასები გაზარდეს”- მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

„ახლა ფქვილი მომატებული ფასებით შემოდის. რომ ნახეს ხორბალი არ არის , იმპორტიორებმა ფქვილზე ფასები გაზარდეს,”- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, რომ ხორბლის ფასი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება, რაც უარყოფითად აისახება პურის მწარმოებლებზე. მისივე თქმით, ფასის ცვლილება პურის დეფიციტს არ გამოიწვევს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

,,იმპორტიორებმა მოუმატეს ფქვილს ღირებულებას და 72-73 ლარის ნაცვლად 75 ლარზე ნაკლებად აღარ ყიდიან ფქვილს. ეს ძალიან ცუდია პურის მცხობელისთვის. ზუსტად ვერ განსაზღვრავ ფასს. მაისის თვეში ვაცხადებდი, რომ შესაძლებელია პურის ფასი გაძვირდეს 20 თეთრით. ნამდვილად შეიცვალა პურის ფასი, მაგრამ 10 თეთრით. ამ ეტაპზე თვის ბოლომდე ფასის მომატებას არ ველოდებით.ახლა ვიმყოფებით ხორბლის აღების წინა პერიოდში. როდესაც ხორბალი მოდის ქვეყნები და კომპანიები ძველი ხორბლისგან თავისუფლდებიან. ამ დროს ადგილი აქვს ფასების კლებას, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ფასების კლებას კი არა ხორბლის ღირებულება პირიქით 400 დოლარს გადასცდა. მოსახლეობა მინდა დავაწყნარო, რომ უპურობა არ გვექნება“,- აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

 

“ქვეყანას ფქვილის 2 თვის მარაგი აქვს” – მალხაზ დოლიძე “მედაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები