,,სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება”- სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი იმუქრება. მისი განცხადებით, რუსეთი ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას არ შეეგუება და საპასუხო რეაქცია ექნება.

,,სიტუაცია, რა თქმა უნდა, რადიკალურად იცვლება იმის ფონზე, რაც ხდება. ჩვენთვის სრულიად აშკარაა ის ფაქტი, რომ შვედეთის, ისევე როგორც ფინეთის უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილების შედეგად არ გაძლიერდება და რა ფორმით უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას ნატოს ამ ზოგადი კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ – ეს ცალკე საკითხია. ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ნატო-ს სხვა დედაქალაქებში არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ჩვენ ამას უბრალოდ შევეგუებით. სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება და ამ სფეროში პროგნოზირებადობა შემცირდება,”- აღნიშნა რიაბკოვმა.

მსგავსი თემები