რუსეთი დასავლეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღებაში ადანაშაულებს  

რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, თავიდან აიცილონ დასავლეთთან პირდაპირი შეტაკება, თუმცა, დასავლეთი პირიქით იქცევა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი აქტიურ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი კი ყველაფერს აკეთებს, რომ შეტევაზე არ გადავიდეს.

„ფაქტია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს და რამდენ ხანს გაგრძელდება ის ჯერ უცნობია. საუბარია კოლექტიურ დასავლეთზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ძნელია პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. ფაქტი ისიც, რომ ამ ყველაფრის შედეგებს ყველა გამონაკლისების გარეშე იგრძნობს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი შეტაკება, მაგრამ რადგან გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ჩვენ რა თქმა უნდა, მას ვიღებთ“, – აღნიშნავს სერგეი ლავროვი.

 

მსგავსი თემები