უკრაინაში სენატორთა მორიგი დელეგაცია ჩავიდა. აღნიშნული ქმედებით, აშშ-ის სენატის წარმომადგენლებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა, მხარდაჭერა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
კიევში ჩასულ კონგრესის წარმომადგენლებს სენატის უმცირესობის წარმომადგენელი მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდა.
„აღნიშნული ვიზიტი აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. მადლობა ჩვენს მიმართ იმ ბრძოლაში დახმარებაში, რომელსაც ვაწარმოებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის“ – როგორც პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ გვერდზე წერს, წერს პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში და ფოტოსაც აქვეყნებს.