რუსი ოლიგარქის ვილა დაყადაღებულია

ცნობილი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრის, რომან აბრამოვიჩის ვილა დაყადაღებულია. „პუბლიკოს“ ინფორმაციით, სახლი 10 მულიონ ევროდაა შეფასებული.

არსებული ინფორმაციით, ოლიგარქი ვილის გაყიდვასაც ცდილობდა, თუმცა, მას აღნიშნულის უფლება არ მისცეს. პორტუგალიის შესაბამისმა უწყებამ ქონებაზე რეგისტრაციის უფლება მარტს ბოლოდან გაყინა. ეს ყველაფერი კი ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს და შემდგომ სანქციებს უკავშირდება.

სერიოზული პრობლემების გამო რომელიც უკრაინაში წარმოებული ომის გამო აბრამოვიჩს შეექმნა, ის თავად იყო ჩართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესში და თურქეთშიც არაერთხელ ჩავიდა, სადაც მხარეები ხვდებოდნენ. აბრამოვიჩი იძულებული გახდა, ლონდონის საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ გაეყიდა.

მსგავსი თემები