,,ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს”- დიმიტრი პესკოვი

პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი  პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ევრილ ჰეინსის განცხადებას. ჰეინსმა ივარაუდა, რომ პუტინმა შესაძლოა რუსეთში საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს.

,,უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფონზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს,”- განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები