„უკრაინა თუ არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, გამოდის ევროპა გვატყუებს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.

„უკრაინა თუ არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაშინ გამოდის, რომ ევროპა გვატყუებს და ამას არ გადავყლაპავთ. უკრაინის ერთადერთი ადგილი არის ევროპა, სადაც ადამიანები კვდებიან იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირი. ვფიქრობ, ამას პატივი უნდა სცენ,“-განაცხადა დმიტრო კულებამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, უკრაინის პოზიციები გამყარდა და მოცემულობაც შეიცვალა.

„ახლა თუ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ სამხედრო ფრონტზე და მოვიგებთ ბრძოლას დონბასისთვის, რაც იქნება გადამწყვეტი ომის დინამიკისთვის, ცხადია, გამარჯვება ჩვენთვის იქნება მთელი დარჩენილი ტერიტორიის გათავისუფლება,”- აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

 

მსგავსი თემები