რუსეთის პატრიარქის განცხადებით, რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას და არც არავისი დაპყრობა სურს

პატრიარქი კირილი უსაფუძვლო ბრალდებებისთვის დასავლეთს საყვედურობს. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი სისულელეს უწოდებს ზოგიერთი ქვეყნის ბრალდებას და აღნიშნავს, რომ რუსეთი დამპყრობელი არ არის.

„ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ – ჩვენი ნამდვილი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა იმ მსოფლიო ძალაუფლების ცენტრებისგან, რომლებსაც მტრული განწყობა აქვთ რუსეთის მიმართ. უნდა გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალა, სულიერიც და მატერიალურიც, რომ არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა. ჩემი სიტყვები არ არის ის, რისი დახასიათებაც სურთ ოპონენტებს, როგორც პატრიარქის მორიგი მილიტარისტული გამოსვლა. ეს სისულელეა”, – აღნიშნავს პატრიარქი კირილი.

მისივე განცხადებით, განსაკუთრებით ლოცულობენ, რომ ღმერთმა დაიცვას მტრებისგან და ხალხი გაერთიანდეს.

„რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას, არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს. არავისგან სურს რესურსების ამოქაჩვა, როგორც ამას მდიდარი და ძლიერი ქვეყნების უმეტესობა აკეთებს და ახდენენ სუსტის ოკუპაციას“ – ასეთია პატრიარქის პოლიტიკური ქადაგება.

მსგავსი თემები