თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

თბილისის მერიის ინფორმციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხება გამოიწვია მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა. ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისი სამსახურის ჯგუფმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა.

ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

მსგავსი თემები