,,ვფიქრობ, არცერთ აქციას აზრი არ აქვს”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის“ ლიდერის,  იაგო ხვიჩიას განცხადებით, დაგეგმილ აქციებს აზრი არ აქვს, რადგან პოლიტიკოსებს ადამიანებთან ჯერ არ უსაუბრიათ ევროპაზე. მისი თქმით, ,,გირჩი” აქციას 18 ივნისს გამართავს.

„ვფიქრობ, არცერთ აქციას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ ადამიანებთან ჯერ არ გვისაუბრია, რა არის ევროპა. რას ვშორდებით სინამდვილეში და როგორი ქვეყანა გვინდა, რომელსაც პროევროპულს დავუძახებთ. სანამ ეს თემები არ გაგივლია, ჩემი აზრით, მანამდე არცერთ აქციას არ აქვს აზრი. რაც შეეხება ჩვენს აქციას, ის განსხვავებულია, ჩვენ მხარდამჭერებთან შეხვედრა მოგვენატრა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები