რუსეთისთვის 9 მაისი უკრაინაში ომის დასრულების სიმბოლური თარიღი არ არის – ლავროვის განმარტებები

„აშშ და კანადა ავარჯიშებდნენ ნეონაცისტებს, რომლებიც შემდეგ უკრაინის არმიას შეუერთდნენ“ – აცხადებს კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრი და კიევს მოუწოდებს, იარაღი დაყაროს. როგორც სერგეი ლავროვი განმარტავს, „სამხედრო სპეცოპერაცია“ 9 მაისს დასრულდება, თუ სხვა დროს, ამის წინასწარ დადგენა შეუძლებელია.

„მოსკოვი ხელოვნურად ვერ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს. ოპერაციის მიზანია უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციისთვის შეტევითი იარაღისა და ნაციზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხის განეიტრალება. ვითხოვთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებსაც ისინი აკავებენ და შეწყვიტონ წინააღმდეგობა“ – ასეთია კრემლის გზავნილი.

ლავროვის განმარტებით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა ავარჯიშებდნენ ნეონაცისტებს, რომლებიც შემდეგ უკრაინის არმიას შეუერთდნენ.

„დონბასში უკრაინამ 100 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი, რამაც აიძულა რუსეთი, მათ სამხედრო გზით დახმარებოდა და ეღიარებინა დამოუკიდებელ სუბიექტებად“ – განმარტავს ლავროვი.

 

მსგავსი თემები