,,მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს”- ილია დარჩიაშვილი

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას უპასუხა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მეგობარ უკრაინას ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს.

„ეს პროცესი ასე იყო და აუცილებლად ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ძალიან აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ იქნება და ეს არ გაართულებს ამ ტიპის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენი ვაკეთებდით და ვცდილობდით ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

 

,,ქართველი ხალხი განსაზღვრავს, თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს საქართველო უკრაინის მისამართით “- ალექსეი არესტოვიჩი

მსგავსი თემები