,,არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას”- ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით,  ალექსეი არესტოვიჩს საქართველოს ომში ჩაბმა სურს.

საუბარია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის იმ განცხადებაზე, სადაც არესტოვიჩი აღნიშნავს: „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ არესტოვიჩის განცხადებები უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა. მე მგონი, მას უკვე საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან ნათელია, რა არის მისი ამოცანა. მისი ამოცანაა, საქართველო ჩაებას ომში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი კაცია გაყვანილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რამდენი ტანკია იქ დარჩენილი და ამისთვის არესტოვიჩის მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება. არ მგონია, არესტოვიჩს უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს. ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა როგორ უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მსგავსი თემები