ამირან გამყრელიძე გვამშვიდებს, რომ ქვეშტამი „ომიკრონზე“ ძლიერი არ არის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ომიკრონისქვეშტამი, „ომიკრონზე“ ძლიერი არ არის. მისივე შეფასებით, ახალი შტამი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა, შეშფოთების მიზეზი არ უნდა გახდეს.

“მუტაცია მუდმივად მიმდინარეობს. ახალი ვარიანტი რეალურად ახალი არ არის, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს შემაშფოთებელი სახელი. რაც კორონავირუსი გაჩნდა ასობით მუტაცია დაფიქსირდა, იქიდან შეშფოთების საგანი თითზე ჩამოსათვლელი გახდა. ის არ არის იმაზე რთული, ვიდრე „ომიკრონი“ – აღნიშნა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა და ის ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე მოზრდილებში.

 

მსგავსი თემები