,,რუსეთის კიდევ ერთი მცდელობაა, გამოიყენოს გაზი შანტაჟის ინსტრუმენტად”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გმობს რუსული „გაზპრომის“ მიერ, გაზის მიწოდების შეწყვეტას პოლონეთისა და ბულგარეთისთვის.

„გაზპრომის“ განცხადება, რომ ის ცალმხრივად აჩერებს გაზის მიწოდებას ევროპაში, რუსეთის კიდევ ერთი მცდელობაა, გამოიყენოს გაზი შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს გაუმართლებელი და მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არა სანდოობას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი მზად არის ამ სცენარისთვის და აგრძელებს მუშაობას გაზის ალტერნატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი თემები