“მედვედჩუკი ახლა გვაძლევს ჩვენებებს, ყვება ყველაფერს, რაც მოხდა, ვისთან მუშაობდა”- ოლექსი დანილოვი

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განაცხადებით, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და პრორუსული პარტიის ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი ახლა იკითხება. მისი ინფორმაციით, მედვედჩუკი ჩვენებებს იძლევა, თუ ვისთან მუშაობდა და რა დავალებებს ასრულებდა.

მედვედჩუკი ახლა გვაძლევს ჩვენებებს, ყვება ყველაფერს, რაც მოხდა, ვისთან მუშაობდა, როგორ გამოიმუშავებდა.  მედვედჩუკი აქ  “რუხი კარდინალი” უნდა ყოფილიყო, როგორც იყო მთელი ცხოვრება, კუჩმას დროდან დაწყებული.  ჩვენს უსაფრთხოების სამსახურს რომ კუჩმას დროიდან ნაყოფიერად და ხარისხიანად ემუშავა, მედვედჩუკი კუჩმას დროიდან უკვე გისოსებს მიღმა იქნებოდა,”- აღნიშნა დანილოვმა.

უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მზადაა დაკითხვების შემდეგ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალოს.

“თუ იქნება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ეს ნაბიჭვარი გაიცვალოს ჩვენ მოქალაქეებზე, რომლებიც ტყვეობაში არიან, მე ვერ ვხედავ ამაში ვერაფერ გასაკვირს. მაგრამ, პირველ რიგში, დაკითხვებია,” – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები