უკრაინამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შეწყვიტა

უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის სრულად აკრძალვას ეხება. აღნიშნული განცხადება უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ დაადასტურა.

„უკრაინა აწესებს სრულ ემბარგოს რუსეთიდან საქონლის იმპორტზე.  ამიერიდან, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული პროდუქციის შემოტანა შეუძლებელია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ დღეს მიიღო. რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ, 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად“  აცხადებს ვიცე-პრემიერი.

მსგავსი თემები