კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული, რაც სავარაუდოდ გარდაცვალების მიზეზი გახდა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, გარდაცვლილი ოჯახური ძალადობის მუხლით იხდიდა სასჯელს და ის ციხიდან თვენახევრის წინ გამოვიდა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები