საფრანგეთი და გერმანია რუსეთისთვის დამორჩილებას არ აპირებს და რუსულ გაზზე უარისთვის ემზადება

ვლადიმერ პუტინის განკარგულებას, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება, საფრანგეთი და გერმანია არ დაემორჩილება. საუბარია რუსული გაზის შესყიდვისთვის რუსულ ბანკში რუბლის ანგარიშის გახსნაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მათ გაზს არ მიაწვდის.

პუტინის გზავნილს საფრანგეთი და გერმანია უკვე გამოეხმაურა და ღიად დააფიქსირეს, რომ რუბლით ვაჭრობას არ აპირებენ.

„ხვალ შეიძლება იყოს ისეთი ვითარება, რომ აღარ იქნება რუსული გაზი. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ მოვამზადოთ ამ სცენარებისთვის და ჩვენ ვემზადებით”, – განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა.

პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებს“ ახალი სანქციები დაუწესა და აიძულებს ანგარიში რუბლში გახსნან

მსგავსი თემები