რუსეთთან რუბლით ვაჭრობას არც ბრიტანეთი აპირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის  განცხადებით, ბრიტანეთი რუსული გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის. პრემიერის ოფისის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი ევროპულ ბაზარზე არსებულ ვითარებას სწავლობს და რუსეთში არც რუბლის ანგარიშიც გახსნას აპირებს.

ანალოგიური განცხადება გერმანიამ და საფრანგეთმაც გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც,  ხვალიდან ამოქმედდება ახალი სისტემა რუსული გაზის შისყიდვასთან დაკავშირებით. კერძოდ „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუსულ ბანკში რუბლის ანგარიში უნდა გახსნან და გაზის საფასური ამ გზით გადაიხადონ.

პუტინი კ აცხადებს, რომ თუ არ დაემორჩილებიან, გაზს არავის მიაწვდის.

საფრანგეთი და გერმანია რუსეთისთვის დამორჩილებას არ აპირებს და რუსულ გაზზე უარისთვის ემზადება

 

მსგავსი თემები