პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებს“ ახალი სანქციები დაუწესა და აიძულებს ანგარიში რუბლში გახსნან

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც  „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზით ვაჭრობის წესს ეხება. „შავ სიაში“ მოხვედრილმა ქვეყნებმა რუსეთისგან გაზის შესაძენად რუსულ ბანკებში რუბლის ანგარიში უნდა გახსნან.

„ვთავაზობთ კონტრაგენტების გასაგებ და გამჭვირვალე სქემას. რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად, მათ უნდა გახსნან რუბლის ანგარიშები რუსულ ბანკებში. სწორედ ამ ანგარიშებიდან მოხდება ხვალიდან, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის გადახდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თუ გაზის საფასურის გადახდა ახალი წესების შესაბამისად არ მოხდება, რუსული მხარე ამას ვალდებულებების შეუსრულებლობად ჩათვლის, რასაც დამატებით სანქციებს გამოიწვევს.

„ჩვენ არავინ არაფერს უფასოდ არ გვაძლევს. არც ჩვენ ვაპირებთ, ქველმოქმედებით დავკავდეთ. ანუ, მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები