რუსებმა ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს

რუსულმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციულ შენობაზე იერიში მიიტანეს. აღნიშნულ ინფორმაციასბიბისიმიკოლაივის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიმის განცხადებით, მოქალაქეების უმეტესობამ შეძლო შენობის დროულად დატოვება.

შენობას რაკეტა მოხვდა და მისი ნაწილი ჩამოიშალა. შენობაში მყოფი ადამიანების უმეტესობამ სასწაულებრივად დააღწიეს თავი, მაგრამ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგულად ითვლება. ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანი რჩება, მაშველები მათ ამოყვანას ცდილობენ”.- აცხადებს ვიტალი კიმი, რომლის პოზიციასაცბიბისიავრცელებს.

მსგავსი თემები