„მთავარია ომის ისე დასრულება, როგორც ეს უკრაინას სჭირდება“ – მიხაილო პოდოლიაკი

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო  მოლაპარაკება 3 საათზე მეტია გრძელდება. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მთავარი, რასაც ამ მოლაპარაკებისგან ელოდებიან, უსაფრთხოების გარანტიები და ჰუმანიტარული დერეფანია.

„მიდის ინტენსიური კონსულტაციები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი. ეს არის უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე შეთანხმება, ჰუმანიტარული საკითხი და ომის ისე დასრულება, როგორ ეს უკრაინას სჭირდება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება, ომის, სიძულვილისა და ომის წარმოების წესების ესკალაციის პრობლემაა. პირდაპირ ეთერშიც ისმის მოწოდებები ერთი ან მეორე ერის განადგურების თაობაზე, რასაც მივყავართ კონფლიქტამდე“ – აცხადებს მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელი  მიხაილო პოდოლიაკი.

მსგავსი თემები