„თუ პანიკურ შესყიდვებს გავაკეთებთ, ხელოვნურად შევქმნით დეფიციტს“ – ივა ჭყონია

„საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია“ მოსახლეობას მიმართავს, პროდუქტების პანიკურ შესყიდვას ნუ ახორციელებენ, რადგანაც ეს არსებულ ფასს ზრდის და ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი ჩნდება.

როგორც ივა ჭყონიამ „მედიაცენტ მთვარს“ განუცხადა, ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტი არ არსებობს. პრობლემა მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვმა შექმნა.

“რასაც ვხედავთ, ეს არის პანიკური ფონი, რაც  ძალიან ცუდია. როდესაც დახლზე ერთი ბევრ პროდუქტს ყიდულობს, მეორეც იგივეს აკეთებს, რაც იწვევს პანიკას და დახლი ცარიელდება. პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვში შეიქმნა პრობლემა.  საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტები გაიგზავნა უკრაინაში  დასახმარებლად. ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა მოთხოვნა პირველად პროდუქტებზე. ზოგი პროდუქტი ლარსზეა გაჭედილი. თუ პანიკურ შესყიდვებს გავაკეთებთ, ხელოვნურად შევქმნით დეფიციტს. ნუ გააკეთებთ პანიკურ შესყიდვებს. თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება“ –  განაცხადა ივა ჭყონიამ.

მსგავსი თემები