ჩერნობილში რადიაქტიული ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არსებობს, ვადა 48 საათია

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანია ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას, რომ  ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. აღნიშნულის გამო,  რადიაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე იზრდება.

ამ ეტაპზე, მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც კვებავს ქარხანას, გათიშულია. თუ კვების წყაროს აღდგენა არ მოხდა, საფრთხე რეალურია.

„დაზიანებულია ერთიანი ელექტრო ქსელი, რომელიც კვებავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომელიც დაიპყრო რუსეთის არმიამ. ჩერნობილის ატომურმა ელექტროსადგურმა დაკარგა ელექტროენერგიის მიწოდება. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და მიეცით საშუალება სარემონტო განყოფილებებს განაახლონ ელექტრომომარაგება.  სათადარიგო დიზელის გენერატორები, რომელიც ამჟამად ამუშავდა, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ობიექტებს მხოლოდ 48 საათი ჰყოფნია. შემდეგ კი ბირთვული საწვავის საწყობის გაგრილების სისტემა დაიხურება, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს შექმნის“ – აცხადებს დმიტრო კულება.

 

მსგავსი თემები