ევროპის უსაფრთხოება საფრთხეშია – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი უკრაინაში, ატომურ ელექტროსადგურთან გაჩილ ხანძარზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ კრემლის უგუნური ქმედებების გამო მთელი ევროპა საფრთხეშია.

„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე და დაუშვას საგანგებო სიტუაციებს სამსახურების შეუზღუდავი წვდომა სადგურზე. პრეზიდენტ პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბორის ჯონსონი ტელეფონით უკრაინის პრეზიდენტსაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს.

ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია, ინფორმაციას რუსული მხარეც ადასტურებს

მსგავსი თემები