რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დღეს გაიმართება, თუმცა რუსეთი დათმობას არ აპირებს

რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი ამ წუთებში ადგილობრივ და საერთაშირისო მედიას ხვდება. საგარეო მინისტრი მედიას უმტკიცებს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და რუსი ჯარისკაცები უკრაინას არ ბომბავენ.

„ჩვენი მხრიდან დაყენებული პირობები, მინიმალურია და ის არ შეიცვლება. მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. დიდი ალბათობით, ისინი მითითებებს ვაშინგტონიდან იღებენ, ამაში ეჭვი არ მეპარება, ეს ქვეყანა საერთოდ არ არის დამოუკიდებელი”, – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო მინისტრი.

ის მოლაპარაკების გაჭიანურებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ გული შესტკივა, რომ ადამიანები იღუპებიან: „„უკრაინაში ადამიანები იღუპებიან, უკრაინული დელეგაცია კი მოლაპარაკებებისთვის კომფორტულ ადგილს ეძებს“.

 

მსგავსი თემები