„თავის დროზე, ჰიტლერი ცდილობდა ევროპის დაქვემდებარებას და ეს როლი ახლა აიღო ამერიკამ“ – სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი რუსულ და საერთაშორისო მედიას ხვდება. რუსეთის საგარეო მინისტრი საუბრობს, რომ რუსული ჯარი არ შეჭრილა უკრაინის ტერიტორიაზე და არ ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს.

ლავროვის შეფასებით, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს, ეს ყველაფერი ამერიკის დამსახურებაა.

„ნაპოვნი იქნება გამოსავალი, ჩვენი პირობები მინიმალურია და განხილვას არ ექვემდებარება. უკრაინამ მოიძია მიზეზი, რომ გადაეტანა მოლაპარაკება, როგორც ჩანს ის ვაშინგტონიდან იღებს მითითებებს. ჩვენს თავს არ მივცეთ უფლებას,  უკრაინიდან რუსეთის ფედერაციას საფრთხე დაემუქროს. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის მომენტი.

ვერც ერთი ქვეყანა განამტკიცებს თავის უშიშროებას სხვისი ქვეყნის უშიშროების ხარჯზე, რასაც ნატო ახორციელებს. თითქოს უკრაინის გაწევრიანება ნატოში არ შეუქმნის რუსეთს საფრთხეს, რის საფუძველზე ამბობენ ამას? მათ ჩვენი ესმით, მაგრა, ყურად არ იღებენ და თვითონ წყვეტენ, როგორ იცხოვროს ევროპამ. თავის დროზე, ჰიტლერი ცდილობდა ევროპის დაქვემდებარებას და ეს როლი ახლა აიღო ამერიკამ“ – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო მინისტრი.

 

მსგავსი თემები