„წადით სახლში“ – პრეზიდენტ ზელენსკის მორიგი მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანებებას არ აპირებს და პირიქით, დანებების, იარაღის დაყრის და სახლში წასვლისკენ ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებს მოუწოდებს. პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ვლადიმირ პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ უკრაინელები შეიძლება გატეხონ ან აიძულონ დანებება. ერთი კვირის უკან, დილის 4 საათზე, რუსეთი შემოიჭრა უკრაინაში. ეს იყო აგრესიის, განდიდების მანიის, დევნის ილუზიების მწვავე შეტევა. ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა კალიებს ჰგვანან. სრულმასშტაბიანი ომის პირველი საათები და დღეები იყო ძალიან რთული. მაგრამ ჩვენ ვიყავით ერთიანები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ძლიერები, რაც ნიშნავს, რომ გადავრჩით” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან რუს ჯარისკაცებსაც მიმართა.

„ბევრჯერ უნდოდათ ჩვენი განადგურება, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. ძალიან ბევრი გამოვიარეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრით უკრაინელები შეშინდებიან, გატყდებიან და დანებდებიან, ძალიან ცდებიან. მათ უბრალოდ არაფერი იციან უკრაინის შესახებ. წადით სახლში! დაიცავით რუსულენოვანი ხალხი არა მხოლოდ მთელ მსოფლიოში, არამედ ჩემს ქვეყანაში“, – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები