უკრაინელებმა სისასტიკით გამორჩეული მკვლელების ჯგუფი დააკავეს

ქალაქ ოვრუჩში სისასტიკით გამორჩეული „ვაგნერის დაჯგუფების” რუსი მებრძოლები დააკავეს, რომლებიც სისასტიკით გამოირჩევიან.

ერთ-ერთი ტყვე, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს, დაკითხვისას ყვება, რომ უკრაინაში გადმოსროლამდე ის სირიაში იბრძოდა.

მისი თქმით, ქალების და ბავშვების მოკვლისთვის რუსეთის ხელისუფლება მათ დღეში 60$ დოლარს უხდის.

ტყვე კლინიკაში ყვება, რომ უკრაინაში, ადამიანების მოკვლისთვის მას დღეში ხელფასის 2 პროცენტს უმატებენ.

ტყვე: უკრაინაში წამოსვლამდე სირიაში ვიბრძოდი. ფეხში ვარ დაჭრილი, 5 ტყვია ამომიღეს.

კითხვაზე, რამდენი გადაუხადეს მას სირიაში ბრძოლისთვის, ტყვე პასუხობს: „დაახლოებით 800 დოლარი გამოვიმუშავე“.

მორიგ კითხვაზე უკრაინაში ომისთვის  რამდენს უხდიან? ტყვე პასუხობს: ხელფასზე 2%-ს მიმატებენ დღეში. ხელფასი კი 56 000 რუბლია.

კითხვაზე, არიან უკრაინელები? პასუხობს: „არა, პირიქით აქ კარგად მექცევიან, ფეხიდან ტყვიები ამომიღეს“.

პირი ვინც მას კითხავს, პირობას აძლევს რომ ის არ მოკვდება. ასევე ეკითხება, გაიაზრა თუ არა პასუხისმგებლობა, რაზეც ტყვე თანხმობით პასუხობს და პუტინს აგინებს.

 

მსგავსი თემები