„პუტინის პირველი მტერი მე ვიყავი, ახლა ვუთმობ ამ ადგილს პრეზიდენტ ზელენსკის“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინა არასდროს დაეცემა. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის პირველი მტრის სტატუსი მან პრეზიდენტ ზელენსკის გადააბარა,

„ის, რომ მე ტყვედ ვარ აყვანილი საქართველოში, რამდენად ზრდის საქართველოზე რუსეთის მიერ დარტყმის ალბათობებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან არასდროს შემშლია ჩემი პროგნოზი. სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა მე ვიყავი ნომერ პირველი მტერი პუტინის რეგიონში, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს. ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ ომი უკრაინაში და ავიცილოთ იგი საქართველოში. მე მინდა გითხრა, რომ შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების, ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა“, – განაცხადა პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა.

„რანაირად შეიძლება მიხაროდეს, რომ რუსები ჩემს სახლში შევიდნენ და საწოლში ჩაწვნენ?!“ – სააკაშვილი

მსგავსი თემები