ვირუსით 7 482 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 583 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 045 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 591 936.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 28.49% ხოლო 7 დღის მანძილზე – 25.38%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 462 572.

მსგავსი თემები