საფრანგეთი და რუსეთი შეთანხმდნენ

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც კონფლიქტის დარეგულირების საკითხებზე იმუშავებს.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, სამმხრივი შეხვედრის ერთადერთი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღება იქნება.

„ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ საჭიროა პრიორიტეტი მიენიჭოს არსებული კრიზისის დიპლომატიურ გადაწყვეტას და ყველაფერი გააკეთონ მის მისაღწევად“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები იგულისხმება.

მსგავსი თემები