“ევროკავშირი ყოველმხრივ უჭერს უკრაინას მხარს”, – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთთან დიალოგისკენ ისწრაფვის, მაგრამ არ შეუძლია დაუსრულებლად შესთავაზოს ეს მაშინ, როდესაც მეორე მხარეს არ სურს პოზიციების დაახლოება.

“ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად გავუწოდოთ ზეთისხილის რტო, როდესაც რუსეთი ატარებს სარაკეტო ცდებს და ახდენს ჯარების მობილიზებას.  ევროკავშირი ყოველმხრივ უჭერს უკრაინას მხარს – მის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას. რაც უფრო მეტად შეეცდება რუსეთი დასავლეთის შესუსტებას, მით მეტი იქნება უკრაინისადმი მხარდაჭერა. კრემლი აქ შეცდა. ჩვენ, ევროპელები, სრულად ვარ შეკრულები და ერთად ვდგავართ ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მიშელი დარწმუნებულია, რომ უნდა გაძლიერდეს ევროკავშირსა და უკრაინას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები.

მსგავსი თემები